saqarTvelos mdinareebi - RaliZga
ქვეყანა | საქართველო, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | გაგრის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კოდორის ქედი 42°54`54` ჩ. გ. 42°49`12` ა. გ. |
შესართავი | შავი ზღვა 42°41`54` ჩ. გ. 41°28`06` ა. გ. |
სიგრძე | 53 კმ |
აუზის ფართობი | 483 კმ² |
(მეგ. ღალიშ ძგა - ღელის ნაპირი) - მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ხოჯალის მახლობლად. სიგრძე 53 კმ. აუზის ფართობი 483 კმ2. ზემო დინებაში მთის მდინარეა კარგად გამოხატული სწრაფი დინებით, ქვემო წელში კი დაბლობზე გამოდის და შავ ზღვას ერთვის ოჩამჩირეს სამხრეთით. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში. ახასიათებს ხშირი წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ ოჩამჩირესთან - 25,1 მ³/წმ.
ჩამოუდის ქალაქებს ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს. XVIII საუკუნის წყაროებში მოხსენიებულია როგორც სამურზაყანოს დასავლეთი საზღვარი.